ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტი 2026 წლის 28 მაისს ატარებს ყოველწლიურ, რიგით მეოთხე კონფერენციას: ტექსტი და ინტერპრეტაცია
კონფერენცია ეძღვნება პროფ. ნიკო ყიასაშვილის ხსოვნას.
კონფერენცია მიესალმება მოხსენებებს, რომლებიც შეეხება:
·ტექსტის ინტერპრეტაცია ლიტერატურათმცოდნეობაში;
·ტექსტის ინტერპრეტაცია სხვა მწერლების ნაწარმოებებში;
·ტექსტის ინტერპრეტაცია ხელოვნების სხვადასხვა დარგში (თეატრი, კინემატოგრაფი, ბალეტი და სხვ.);
·თარგმანი, როგორც ტექსტის ინტერპრეტაცია;
·ტესტის ლინგვო-სტილისტური ინტერპრეტაცია.
თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 მაისი
თეზისების გაფორმების წესი, გთხოვთ იხილოთ დანართში.
საკონტაქტო ელ. ფოსტა: textandinterpretation@gmail.com
შერჩეული მოხსენებები გამოქვეყნდება რეცენზირებად ონლაინ ჟურნალში ,,ტექსტი და ინტერპრეტაცია".